გლდანი ავტოპარკინგი

მასშტაბური და განსხვავებული პროექტების განხორციელების გამოცდილება.

კომპანიის ერთ-ერთი პირველი გამოწვევა გლდანის მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა იყო, რომელიც დაიწყო 2015 წლის 18 მარტს და სამუშაოები გაგრძელდა 2015 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით. „კაპიტოლ კონსტრაქშენმა“ მიუხედავად პროექტის სირთულისა მცირე დროში შეძლო 100 ავტომობილზე გათვლილი, ორ დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობის დასრულება. სამშენებლო მოედანი მოწყობილი იყო ქვაბულში, მიწის ზედაპირიდან 10 მეტრზე. ერთდროულად მიმდინარეობდა ქვაბულის ამოღება, ქვაბულის კედლების გამაგრება და რკინა-ბეტონის მონოლითური სამუშაოები. ხალხმრავალი ადგილის გამო გამკაცრებული იყო მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების ზომების დაცვა. სამშენებლო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“გლდანი ავტოპარკინგი” აღჭურვილია თანამედროვე ავტოსადგომის სისტემებით. იგი ზედმიწევნით პასუხობს დამკვეთის მიერ მოთხოვნილ ხარისხს.

ავტოსადგომი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეტროს მიმდებარე ტერიტორიის განტვირთვას, რომელიც წლების მანძილზე ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული სატრანსპორტო კვანძი იყო.