☰  MENU



შპს "კაპიტოლ კონსტრაქშენი" - "კაპიტოლ ჰოლდინგის" წევრი კომპანია


ყველა მასალა ამ ვებსაიტზე წარმოადგენს შპს "კაპიტოლ კონსტრაქშენის" კუთვნილებას © 2016. ყველა უფლება დაცულია


შექმნილია მარკეტინგული სააგენტო DGRN მიერ

კომპანიის შესახებ

კომპანიის უმთავრესი მიზანი საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მყარი პოზიციების დამკვიდრებაა.

office

დადებული პირობების ზედმიწევნით შესრულების გარანტია

სამშენებლო კომპანია „კაპიტოლ კონსტრაქშენი“ 2015 წელს დაარსდა. მიუხედავად მოკლევადიანი საქმიანობისა, რამდენიმე წარმატებულად განხორციელებული პროექტის შედეგად, კომპანიამ დამკვეთების და პარტნიორების ნდობის მოპოვება შეძლო.

კომპანიის ძირითად საქმიანობას მშენებლობა წარმოადგენს. ამ დროისთვის კომპანიას დაგროვილი აქვს ერთმანეთისგან განსხვავებული პროექტების განხორციელების კომპეტენცია, როგორებიცაა მიწისქვეშა ავტოსადგომი, საცხოვრებელი-საოფისე სახლები და სასტუმრო-სავაჭრო-გასართობი ცენტრები.

კომპანიის უმთავრესი მიზანი საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მყარი პოზიციების დამკვიდრებაა. მისი კონკურენტული უპირატესობა, რის გამოც დამკვეთი არჩევანს აკეთებს არის ის, რომ მისთვის მიცემული პირობა ზედმიწევნით სრულდება, ურთიერთობა მარტივი, კომფორტული და გამჭვირვალეა.

ამ დროისთვის კომპანიას სტრატეგიული კომპეტენციები დაგროვილი აქვს სამუშაოების დაგეგმვაში, ეფექტურად შესრულებაში, რისკების დროულად აღმოფხვრაში, პროექტების წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად მართვაში და დამკვეთებთან მოქნილ ურთიერთობაში.