☰  MENU



შპს "კაპიტოლ კონსტრაქშენი" - "კაპიტოლ ჰოლდინგის" წევრი კომპანია


ყველა მასალა ამ ვებსაიტზე წარმოადგენს შპს "კაპიტოლ კონსტრაქშენის" კუთვნილებას © 2016. ყველა უფლება დაცულია


შექმნილია მარკეტინგული სააგენტო DGRN მიერ

ჩვენი გუნდი

ჩვენთან ურთიერთობა მარტივი, კომფორტული და გამჭვირვალეა

shutterstock_239755285

„კაპიტოლ კონსტრაქშენი“ წარმოადგენს გამართული და სტაბილური სტრუქტურის მქონე სამშენებლო კომპანიას, რომელიც დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალებისაგან. ჩვენი გუნდი მუდმივ მზადყოფნაშია შეისწავლოს დამკვეთის მოთხოვნები, სამუშაოების სწორი დაგეგმვის და მათი შესრულების კონტროლის შედეგად უზრუნველყოს მისი ზედმიწევნით შესრულება.

კომპანიის წარმატება ყველა სტრუქტურული ერთეულის გუნდურ მუშაობაზე, დაუღალავ შრომასა და გარჯაზეა დაფუძნებული. გუნდის თითოეული წევრი აბსოლუტურად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და, როგორც პიროვნულად, ასევე, პროფესიულად იზრდება. მუდმივი სწრაფვა ინოვაციისკენ და წარმატებისკენ ჩვენი გუნდის მამოძრავებელი ძალაა.

„კაპიტოლ კონსტრაქშენი“ მუდმივად ზრუნავს მისი გუნდის წევრების განვითარებაზე და კვალიფიკაციის ამაღლლებაზე. ეუფლებიან საერთაშორისო სტანდარტების გამოცდილებას, რომელსაც აქტიურად იყენებენ მიმდინარე სამუშაო პროცესში.

კომპანია ძირითად აქცენტს ახალგაზრდა კადრების მოძიებასა და მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე აკეთებს. ტარდება შესაბამისი ტრენინგები და ლექცია-სემინარები.

წარმატებული თანამშრომლები ყოველთვის იმსახურებენ მადლობას და უმაღლეს შეფასებას.