☰  MENU



შპს "კაპიტოლ კონსტრაქშენი" - "კაპიტოლ ჰოლდინგის" წევრი კომპანია


ყველა მასალა ამ ვებსაიტზე წარმოადგენს შპს "კაპიტოლ კონსტრაქშენის" კუთვნილებას © 2016. ყველა უფლება დაცულია


შექმნილია მარკეტინგული სააგენტო DGRN მიერ

რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე სამშენებლო სექტორისთვის

2016 წლის 18-დან 20 მაისის ჩათვლით „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე „რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე სამშენებლო სექტორისთვის“

 

2016 წლის 18-დან 20 მაისის ჩათვლით „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე „რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე სამშენებლო სექტორისთვის“, რომელსაც უძღვებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ტრენერი.
ტრენინგს ესწრებოდნენ სამშენებლო კომპანიები და ასოციაციის სოციალური პარტნიორები, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები, პროფკავშირები და შრომის უსაფრთხოების ექსპერტები/ტრენერები. ამასთან, სასწავლო პროცესში განსაკუთრებით აქტიურად იყო ჩართული „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“.
ტრენინგ პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პრაქტიკულ სამუშაოს, რომლის ფარგლებშიც ტრენინგის მონაწილეები ეწვივნენ მშენებლობის პროცესს შპს „კაპიტოლ კონსტრაქშენის“ მიმდინარე პროექტზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას შატბერაშვილის ხევი N13-ში. ტრენინგის მონაწილეებმა ადგილზე შეაფასეს ის რისკები და საფრთხეები, რომლებიც შეიძლება საშიშროებას წარმოადგენდეს, როგორც მშენებლებისთვის, ასევე შემდგომში მაცხოვრებლებისა და ირგვლივ მდებარე შენობებისათვის.
კონკრეტულ ობიექტზე მდგომარეობის შეფასების შემდგომ მონაწილეებმა სემინარის პროცესში წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ყველა ის შესაძლო რისკები, რომლის გამოვლენაც შესაძლებელია მშენებლობის პროცესში ობიექტზე. ასევე, განიხილეს რისკების შემცირების გზები და საშუალებები.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
შპს “კაპიტოლ კონსტრაქშენის” უსაფრთხოების დაცულობის კონტროლის სამსახურის უფროსს, გიორგი გაგუას გადაეცა სამშენებლო სექტორში შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სერტიფიკატი.