“სიმეტრია ლისი” მრავალფუნქციური, 19 სართულიანი საცხოვრებელი სახლია, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის მიკრორაიონების დამაკავშირებელ გზაზე შენდება. მშენებლობის დასრულება 2017 წელს იგეგმება.
შენობის თანამედროვე არქიტექტურა მას ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს შენობად გადააქცევს. მზიანი ბინები, არაჩვეულებრივი აივნებით და ხედებით მთელ თბილისზე, ამ პროექტს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.