სასტუმრო – Best Western Kutaisi

Best Western-ის ბრენდის სამ ვარსკვლავიანი სასტუმრო

დასრულდა ქ. ქუთაისში სამ ვარსკვლავიანი სასტუმროს Best Western Kutaisi-ის მშენებლობა. სასტუმრო აშენდა ქ. ქუთაისის ისტორიულ ცენტრში, რიონის მარჯვენა სანაპიროზე, თეთრ ხიდთან. სამშენებლო სამუშაოები “კაპიტოლ კონსტრაქშენმა” 2015 წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის მარტში დაასრულა.
მშენებლობის ხარისხის და მდგრადობის მაღალი დონის შენარჩუნების მიზნით მიმდინარეობდა სამშენებლო მასალების ლაბორატორიული კვლევა. “კაპიტოლ კონსტრაქშენი” აქტიურად თანამშრომლობს სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან” და სსიპ “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან”. სამშენებლო სამუშაოები შესრულდა უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. დამკვეთს ყოველთვიურად მიეწოდებოდა ანგარიშები მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ.
სასტუმროში განთავსებულია 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი, სამი საკონფერენციო დარბაზი, ევროპული სტილის კაფე და სასაუზმე ზონა, რესტორანი და ღია ტერასა შესანიშნავი ხედით. სასტუმრო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.